ინგა გრიგოლია: ,,ოქრუაშვილის საბუთი ნამდვილი ყოფილა”

ინგა გრიგოლია: ,,ოქრუაშვილის საბუთი ნამდვილი ყოფილა"ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

,,რადგან იმავე ბრალდებით დაადეს სამაჯური და შიდაპატიმრობაში გამოუშვეს ნიკა მელია, რა მუხლითაც დაიჭირეს და პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ოქრუაშვილს, ესე იგი მისი საბუთი ,,რუსთავი 2-ის” თემაზე ნამდვილი ყოფილა, მხოლოდ ამით ვხსნი მის დატოვებას ციხეში.

სხვათა შორის, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამ საბუთის ამბავს, დღეს დავიჯერე. ვისაც განსხვავებული მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე, თავს ნუ დაიღლით სხვა რამის მტკიცებით და კომენტარებით, იმიტომ, რომ რასაც ვწერ, იმისი მჯერა ასი პროცენტით დღევანდელი სასამართლოს მერე”.