,,ია კიწმარიშვილს ,,რუსთავი 2″-ისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები” – ზურაბ კიწმარიშვილი

,,ია კიწმარიშვილს ,,რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლაში გვერდით დავუდგები" - ზურაბ კიწმარიშვილიეროსი კიწმარიშვილი 6 წლის წინ ჟურნალ ,,სარკესთან” ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-ზე სასამართლო დავა მის გარეშე ვერ გადაწყდებოდა. იმავეს იმეორებს ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და თვლიდა, რომ მისი ინტერესები არ იყო დაკმაყოფილებული.

-თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია ,,რუსთავი 2″-ზე და თვლიდა, რომ მისი ინტერესი არ იყო დაკმაყოფილებული.

ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას ,,რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა გადაუცია.

ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის ,,რუსთავი 2”, როგორც მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია. „რუსთავი 2-ის მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა ,,კვირის პალიტრასთან”.