გვარამია კახიძეს: ,,ოთო, უკიდეგანო ყ** ხარ”

გვარამია კახიძეს: ,,ოთო, უკიდეგანო ყ** ხარ'',,ოთო, ძალიან უკიდეგანო ყ*** ხარ. უიმედო სრულიად, – ასე უპასუხა ნიკა გვარამიამ ,,ევროპილი საქართველოს” ერთ-ერთის ლიდერის, ოთო კახიძის პოსტს  სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ოთო კახიძემ დაწერა:

„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ.

ეს ასე არ არის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ:

1. არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად;

2. საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომლებიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით.

ივანიშვილი უძლეველი არ არის. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მისთვის პიროსის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდეს”.