,,გთხოვ, მაპატიე, ვერ დაგიცავი შენმა უფროსმა ძმამ” – გურამიშვილზე მოკლული შაკო ტყემალაძის ძმის ემოციური პოსტი

,,გთხოვ, მაპატიე, ვერ დაგიცავი შენმა უფროსმა ძმამ" - გურამიშვილზე მოკლული შაკო ტყემალაძის ძმის ემოციური პოსტი,,მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი” თორნიკე ტყემალაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა პროექტში ,,ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი” მო­ნა­წი­ლე თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე გურამიშვილის გამზირზე მოკლულ ძმას, შალ­ვა (შაკო) ტყე­მა­ლა­ძეს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

,,ჩემო ერ­თა­დერ­თო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო, ჩემო პა­ტა­რა ძმაო, გთხოვ, მა­პა­ტიო ყვე­ლა­ფე­რი, არ მინ­და ტი­რი­ლი, რად­გან შენ­თან ერ­თად ყოფ­ნა ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი და სა­სა­ცი­ლო იყო… გთხოვ, მა­პა­ტიო ეს ყვე­ლა­ფე­რი, შენ­მა დიდ­მა ძმამ ვერ და­გიც­ვა, ეს სი­ნა­ნუ­ლი კი შენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე გამ­ყვე­ბა… იმე­დი მაქვს, შევ­ხვდე­ბით კი­დევ… მა­ნამ­დე კი, მინ­და გი­თხრა – მიყ­ვარ­ხარ და სულ ვი­ა­მა­ყებ შე­ნით”, – წერს თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე.

რამდენიმე დღის წინ გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის 74 ნო­მერ­ში, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე-6 სარ­თულ­ზე, ერთ-ერთ ბი­ნა­ში ორი ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი იპო­ვეს. 21 და 27 წლის ბი­ჭე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არი­ან მოკ­ლუ­ლე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი შაკო ტყე­მა­ლა­ძე და გუ­რამ (გუგა) კო­ღუა არი­ან.