გორის მერი: ,,1 მილიონი მანეთი გამოვყავი ტექნიკისთვის”

გორის მერი: ,,1 მილიონი მანეთი გამოვყავი ტექნიკისთვის"„1 მილიონი მანეთი, უკაცრავად ლარი, გამოვყავი თვითმცლელი ნაგვის მანქანების და ქუჩის მოსარეცხი მანქანის შესაძენად“, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა.
-სოფლებში იყო ნაგავსაყრელების პრობლემა. დიდი მანქანები, რომლებიც დღესდღეობით, ემსახურება გორის მუნიციპალიტეტს, ყველა უბანში ვერ შედიოდა. ამიტომ აქცენტი გაკეთდა მსუბუქი ტიპის თვითმცლელებზე – ნაგვის მანქანებზე. მე ამისთვის გამოვყავი 1 მილიონი მანეთი, უკაცრავად, 1 მილიონი ლარი, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა 3 თვითმცლელი ნაგვის მანქანა და 2 ქუჩის მოსარეცხი მანქანა, რომელიც ზამთარში თოვლის მოსახვეტი და მარილის დამყრელი მანქანის ფუნქციასაც შეითავსებს.

მოზაიკა