ტელეჟურნალისტ ეკა კვესიტაძის და ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის სახლთან აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი გორიდან ჩამოვიდნენ, პროტესტი კი უტიაშვილის ფეისბუქპოსტმა გამოიწვია, რის გამოც ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ეკა კვესიტაძე შსს-ს და შესაბამის უწყებებს დოულ რეაგირებას სთხოვს და ამბობს, რომ ეს არის მისი, როგორც ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ მიმართული აქცია და მისი ქმრის პოსტი არაფერშუაშია.
,,მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, ,,რუსთავი 2″-ის ჟურნალისტის მისამართით. საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს ,,რუსთავი 2”-ში დარჩენასთან. თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს, ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება ეკა გიგაური, მიხეილ ბენიძე, გიორგი მშვენიერაძე და განსაკუთრებით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარია გთხოვ, შეატყობინე ელჩებს, ნინო ნაკაშიძე, გთხოვ, შეატყობინო ყველა საელჩოს…
შსს – ახლავე მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავბნელი რაზმი, რომლებმაც ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენეს და ბავშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრიტავთ, #სირცხვილია. პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებას მოახდენთ, ახლა დაგაკვირდებით”.
შოთა უტიაშვილი თავის პოსტთან დაკავშირებით წერს:
,,ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ახლა იფლანგება-მეთქი.
ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება – არა, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.
შსს – მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში”.
მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება Eka Gigauri Mikheil Benidze Giorgi Mshvenieradze და განსაკუთრებით სახალხო დამცველს Nino Lomjaria გთხოვ შეატყობინ საელჩოებს Nino Nakashidze
Gepostet von Eka Kvesitadze am Donnerstag, 25. Juli 2019

