დღის ფოტო – გერმანიაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე

დღის ფოტო - გერმანიაში პრეზიდენტთან შეხვედრაზეგერმანიაში გამართულ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 20 ივნისის მოვლენები თვალზე აფარებული ხელით გააპროტესტეს.

ფოტო თეოლოგმა მირიან გამრეკლიშვილმა გაავრცელა და დაწერა:

,,არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო, როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს. ჩვენ გვსურს, ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი.
სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!”.