გაზეთ ,,ახალი თაობის” რედაქტორის მოადგილე, შორენა მარსაგიშვილი თუშეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და წერს:
,,ერთი ძველი ნათქვამია _ ვიღაცას გზაზე მკვდარი მერცხალი უპოვია და დაუტირებია, როგორ თუშივით გზაზე მომკვდარხარ შე უბედუროო.
თუშეთის გზაზე 27 ივლისს მომხდარ ავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან სამი ერთი ოჯახის წევრია.
დაღუპულებიდან ერთი 12 წლის ბავშვია.
წელი ისე არ გავა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე არ შეიწიროს ამ ჯოჯოხეთურმა გზამ, რომელსაც მიწიერი სამოთხისკენ მიჰყავს ადამიანი.
ეს ულამაზესი და ჯოჯოხეთურად მძიმე გზა თუშების სამსხვერპლოდ იქცა.
მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ამ გზაზე ბოლო უბედური შემთხვევა იქნება და ეს ცოდვიანი გზა როგორმე გაძღება სისხლით”.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა.

