მსახიობ გიორგი (გოგიჩას) გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. მის ოჯახს მთელი ქვეყანა უსამძიმრებს, ყველასთვის საყვარელ გოგიჩას უამრავი ადამიანი ემშვიდობება.
მსახიობი ვახო კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლოს ,,პირველი არხის” ეზოში ვნახე. ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორად ნაწყენი იყო!
– ბიჭო, გადაცემა დამიხურეს ისე, რომ ეს ყველაფერი ჩაწერაზე გავიგეო.
– გოგიჩ, მეც იმავე სიტუაციაში ვარ, ახლა გავიგე-მეთქი.
თავში გამიელვა აზრმა და ეგრევე გავუზიარე – მოდი, ვუჩივლოთ მაგ არაკაცებს-მეთქი,
– მოდიო!!! მაგას არ შევარჩენო.
ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება – ვახსტანგი ( ასე მეძახდა გოგიჩა), ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლოში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო!
ახლა ხალხი გამოჭენდება, ჩემო ძმობილო, ამ სივრცეში და დაიწყებს მიწერ-მოწერას, თუ რა მაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი!!!
ისინიც დაწერენ უეჭველი, თავი რომ გაიმართლონ, შენ რომ გული გატკინეს.
ჩემო უფროსო და უკეთილესო მეგობარო,
შევხვდებით ერთმანეთს და მერე გავარკვიოთ ყველაფერი. მიყვარხარ და მომენატრები!”.

