ბიჭუნა, რომელმაც კოსმოსით ცოდნით ყველა გააოცა, წიგნებზე ოცნებობს

ბიჭუნა, რომელმაც კოსმოსით ცოდნით ყველა გააოცა, წიგნებზე ოცნებობს9 წლის ქა­ი­ან ბელ­ქა­ნი­ა, რომელმაც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე კოს­მოს­ზე საუბრით დაიწყო, წა­ლენ­ჯი­ხის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ო­თხე კლას­ის მოსწავლეა. ამბები.ჯი-ს ინფორმაციით, ცხოვ­რობს დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად. მამა თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ არის წა­სუ­ლი, ხოლო დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. პა­ტა­რას ძი­რი­თა­დად ბე­ბია უვ­ლის.

ქა­ი­ა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა­სა და კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და ,,იუ­თუ­ბიზე” ეძებს, უყ­ვარს ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა. ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გე­ოგ­რა­ფი­ით. ამ­ბობს, რომ ის მა­ღალ კლას­ში ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­საც ჩა­ა­ტა­რებს.

-ამ ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა ორი წლის წინ და­ვი­წყე. და­ინ­ტე­რე­სე­ბყლი ვი­ყა­ვი მე­ა­თე პლა­ნე­ტით. სხვე­ბიც ვი­ცო­დი, მაგ­რამ მათი სა­ხე­ლე­ბი არ მახ­სოვ­და. მე­ა­თე პლა­ნე­ტა ყვე­ლის მსგავ­სი ფორ­მის არის. პლა­ნე­ტებ­მა ის მზის სის­ტე­მი­დან გა­ა­ძე­ვეს. ზო­გა­დად, ფი­ზი­კის სწავ­ლას სკო­ლა­ში მე­თერ­თმე­ტე კლას­ში იწყე­ბენ, მაგ­რამ ამ საგ­ნის სწავ­ლა შენ თვი­თო­ნაც შე­გიძ­ლია. რო­დე­საც მე მე­ტერ­თმე­ტე კლას­ში გა­და­ვალ, ვფიქ­რობ, ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ დამ­ჭირ­დე­ბა. ჩემს კლა­სე­ლებს ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლებს ხში­რად ჩა­ვუ­ტა­რებ. ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა, თე­მას კარ­გად ავუხ­სნი, რად­გან მა­ნამ­დე ძა­ლინ ბევ­რს ვის­წავ­ლი. ახლა რაც ვიცი, იმ­დე­ნი ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელს არ ეცო­დი­ნე­ბა, – ამ­ბობს ქა­ი­ან ბელ­ქა­ნია ,,ათი ნათისთან”.

იგი წიგ­ნე­ბით სავ­სე თა­რო­ზე ოც­ნე­ბობს. ამ­ბობს, რომ მას ჯერ მხო­ლოდ ერთი წიგ­ნი აქვს.

-წიგ­ნე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ მინ­და, რომ ბევ­რი მქონ­დეს. ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის თა­ვი­ანთ სი­ლამა­ზეს ინარ­ჩუ­ნე­ბენ. მინ­და, რომ წიგ­ნე­ბის თარო მქონ­დეს. თუ თარო და წიგ­ნე­ბი გექ­ნე­ბა, გექ­ნე­ბა სი­ლა­მა­ზეც და ეს პრი­მი­ტი­უ­ლად გა­და­ე­ცე­მა სა­ტურნს და იუ­პი­ტერს. ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ბგე­რებს ან ნა­წი­ლა­კურ სფე­რო­ებს, – ამ­ბობს ბელ­ქა­ნია ,,ათი ნათისთან”.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ცხრა წლის ქა­ი­ა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ატა­რებს. გარ­და დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბი­სა, ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს უვ­ლის. ამ­ბობს, რომ ორი კატა და ოთხი ძაღ­ლი ჰყავს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­ხე­ლად ჯესი მე­გობ­რებ­მა ქუ­ჩა­ში იპო­ვეს და ის სა­ერ­თოა.

ათი ნათი