ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილი წერს, რომ ლიკანში, ე.წ. მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდა.
,,ივანიშვილის მიერ საკუთარი მოსახლეობის ძარცვის კიდევ ერთი ფაქტი!
ბორჯომში, ლიკანში მდებარე ე. წ. მეოთხე სამართველოს ტერიტორიაზე შესვლისათვის დაწესდა გადასახადი, მათ შორის ადგილობრივებისთვისაც, ერთ ადამიანზე 10 ლარის ოდენობით, უცხო ქვეყნის ინვესტორებსაც, ყაზახებსაც არ უკადრებიათ ასეთი მათხოვრობა.
(აღნიშნული ტერიტორია ყაზახებისგან გამოისყიდა “საპარტნიორო ფონდმა” ანუ ბიძინა ივანიშვილმა) “.

