ანი ტყებუჩავა: ,,მადლობა, ,,რ2″-ის ჟურნალისტებო, რომ იყავით ომში, ცეცხლში, ტყვიებში…”

ანი ტყებუჩავა: ,,მადლობა, ,,რ2"-ის ჟურნალისტებო, რომ იყავით ომში, ცეცხლში, ტყვიებში..."მსახიობი ანი ტყებუჩავა, რომელიც სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ნინას როლს ასრულებს, ,,რუსთავი 2″-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება:

,,რა ვთქვა და რამდენჯერ, უკვე აღარ ვიცი, რატომ არ გვაქვს ამ ქვეყანაში საშუალება, მშვიდად აკეთო შენი საქმე, ის, რაც იცი და გამოგდის. „რუსთავი 2“ ხომ შენობა არ არის?! როგორ ფიქრობთ, ამხელა ინფორმაცია, გამოცდილება და რეიტინგი კედლებში რჩება?! ნეტა, მართლა ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს?! მადლობა, გოგოებო და ბიჭებო თითოეული საათისთვის, რომელიც ოჯახთან ერთად გატარების მაგივრად,  იყავით წვიმაში, ცეცხლში, წყალდიდობაში, ტყვიებში და ომში, იმისთვის, რომ ვინც სახლში ვისხედით ამ დროს, გაგვეგო, რა ხდება და რატომ. Rustavi 2“.