ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თეთრ სახლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თეთრ სახლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტესამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული ოკუპაცია  ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გააპროტესტეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილას 20-ზე მეტი ადამიანის შეკრებას სპეციალური ნებართვა სჭირდება, 55-მა ქართველმა მაინც გარისკა და საკუთარი პოზიცია გამოხატა.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თეთრ სახლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს-6-7 ივლისს 55 ადამიანი 2 დღით წავედით  ექსკურსიაზე ვაშინგტონში. ეს შანსი გამოვიყენეთ და თეთრ სახლთან წავიღეთ საქართველოს დროშები, ჩვენი ხელით დაწერილი პლაკატები და რუსული ოკუპაცია გავაპროტესტეთ.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თეთრ სახლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტესთეთრი სახლის წინ 20-ზე მეტი ადამიანის შეკრებას სპეციალური ნებართვა სჭირდება. 55 ადამიანის მისვლა რისკი იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მოვახერხეთ, რომ არ დაგვაჯარიმეს. წყალიც კი ქართული გვქონდა. ,,კობი” შემოვიდა ამერიკულ ბაზარზე და პოპულარიზაცია გავუწიეთ, – გვიამბო აქციის ორგანიზატორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თეთრ სახლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტესმისი თქმით, ქართველების პროტესტმა ბევრის ყურადღება მიიქცია, მათ შორის რუსების.

-თითქმის ყველამ გვკითხა აქციის შესახებ. რუსები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ცდილობდნენ, ფოტოების გადაღებაში ხელი შეეშალათ. პოლიციაც მოვიდა და რომ ვუთხარით, აქცია რუსეთის წინააღმდეგ იყო, გვითხრეს, მიდით, ბიჭებოო.

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა თეთრ სახლთან რუსული ოკუპაცია გააპროტესტესეს ექსკურსია გამორჩეული იმითიც იყო, რომ ავტობუსში ავაგროვე თანხა – 1250 დოლარი და საქართველოს ძალიან მივარდნილ სოფლებში 20-მდე ოჯახს შევუძინეთ საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს თანხა გადავეცი ფონდს Helping Hands, რომელიც ამერიკაშია და მისი ხელმძღვანელი შორენა მოსიძე გახლავთ. საკვები უკვე ყველა ოჯახს უყიდეს.

ვაპირებ, ჩემ მიერ ორგანიზებული ყველა ექსკურსია თუ კონცერტი მიეძღვნას საქართველოს. აგვისტოს ბოლოს ისევ 55 ქართველი მივდივართ ნიაგარას ჩანჩქერზე და იქაც გავაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას, ასევე დავეხმარებით ოჯახებს. ნიაგარადან, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერიდან ჯერ არც ერთ ქართველს გაუპროტესტებია რუსული ოკუპაცია და ჩვენ ავალთ საქართველოს დროშებითა და პლაკატებით, – გვითხრა გიორგი ნიკოლაიშვილმა.