ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე მომღერალ ზურა ხაჩიძის დანიშვნას ეხმიანება.
,,ზურა ხაჩიძის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნა ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი.
ვიმეორებ: – აბსოლუტურად სწორი, რადგანაც ზურას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი მისი განათლების, მენეჯერული თვისებების და ხედვების შესახებ.
ბოლოს კი ერთს ჩემს სტილში მაინც დავამატებ: რადგანაც რ2–მა უკბინა, ე.ი. ზურას დანიშვნით კარგი ნაბიჯი გადაიდგა”. – წერს გია გაბრიჭიძე.

