თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ნეტა, გიგას ხომ არ იტაცებენ რაინდისთვის” – თბილისში უკანონო დაჯგუფებების

თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,ნეტა, გიგას ხომ არ იტაცებენ რაინდისთვის" - თბილისში უკანონო დაჯგუფებებისვაკეში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე უკანონო დაჯგუფებების მობილიზებაა. ლევან ვასაძის მხხარდამჭერები ლგბტ ორგანიზაციების ოფისების ბლოკირებას ცდილობენ.

როგორც აღმოჩნდა, მათი ნაწილი „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილისა და მისი მეუღლის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას სახლთანაც მივიდნენ. ამ ყველაფერს ჩერგოლეიშვილი ხუმრობით გამოეხმაურა:
„ჩემს სახლთან მოვიდნენ ორკები – ნეტა, გიგას ხომ არ იტაცებენ რაინდისთვის”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ლევან ვასაძემ ვიდეომმიმართვა გაავრცელა, სადაც მან გიგა ბოკერიასთან ერთად ერთ საკანში ყოფნის სურვილი გამოთქვა:

„ერთადერთი თხოვნა მექნება, რა, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ უკვე ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე”, – განაცხადა ვასაძემ.

ნიუპოსტი