“შენში ზუზუ კი არ მიყვარდა, ზაზა მიყვარდა, უწესიერესი და უგადარეულესი” – თამარ ორაგველიძე ზუზუ ბეჟაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

"შენში ზუზუ კი არ მიყვარდა, ზაზა მიყვარდა, უწესიერესი და უგადარეულესი" - თამარ ორაგველიძე ზუზუ ბეჟაშვილს დაბადების დღეს ულოცავსდღეს ზუზუ ბეჟაშვილის დაბადების დღეა, მსახიობი 43 გახდებოდა. ზუზუს მეუღლე თამარ ორაგველიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს.
“დღეს ჩემი მაგარი ბიჭის დაბადების დღეა. შარშან მილოცვა “ფეისზე” არ დავუწერე და მეუბნება: თამარა ქალო შენ არ მილოცავ? მეთქი რა საჭიროა საჯაროდ მოგილოცო ,როცა გვერდით მყავხარ, წელს აღარ მყავხარ ხოდა, აი გილოცავ. შენ ხომ იცი, როგორადაც არ უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრება..იმ ნახევარის რაც შენ წამართვი და წაიღე ვერავინ შეავსებს. ჯერ ვერ შევძელი დავიწყო ცხოვრება თავიდან. გავიყინე ,დავიკარგე,უცხოა ჩემთვის ყველა და ყველაფერი. რამდენი რამე მეტკინა ამას ცალკე ჩუმად მოგიყვები,ისე ვიცი რასაც მიპასუხებ და უკვე მეცინება .შენ ხომ იცი შენში ,, ზუზუ კი არ მიყვარდა” ზაზა მიყვარდა ერთი უბრალო,კეთილი,უბოროტო,უანგარო,უწესიერესი და უგადარეულესი ზაზა მიყვარდა. და მერე მიყვარდა ზუზუ,როგორ შეიძლება არ მყვარებოდი შენ იყავი ძალიან უბრალო და ამავე დროს, ვარსკვავი უნიჭიერესი ,უგზოუკვლოდ შეყვარებული შენ საქმეზე…..არასოდეს იქნები წარსული შენ სულ იქნები.ჩემო ტკბილო” – წერს ზუზუ ბეჟაშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში იპოვეს.

ნიუპოსტი