,,სერგის ბებო ღმერთს თავისი ობოლი ბიჭის დაბრუნებას ევედრება” – უგზოკვლოდ დაკარგულები

,,სერგის ბებო ღმერთს თავისი ობოლი ბიჭის დაბრუნებას ევედრება" - უგზოკვლოდ დაკარგულები13 წლის ივნისის ტრაგედიას და იმ დღეს დაღუპულებს სოციალურ ქსელსი იხსენებენ.

შოთო სიხარულიძე ფეისბუქში წერს:

,,საფლავები რომ არ ეღირსათ… 4 წლის წინ, 13 ივნისმა და ვერემ წაიღო მათი სიცოცხლე და დღემდე ვერსად მიაგნეს… ძალიან დიდი ტკივილი და სიმწარეა – არც ცოცხალი არც მკვდარი.

13 ივნისს უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭების, ბექა ბუთურიშვილის და სერგი კაპანაძის ცხედრების მოლოდინში რომ არიან მათი ნამდვილი ჭირისუფალნი?!

ნინო თევდორაძე – ის სერგი კაპანაძის გამზრდელი ბებოა და მისი ობოლი ბიჭის დაბრუნებას ევედრება ღმერთს. სიზმრად ექცა, მოლანდებად ექცა, უსაშველო ლოდინად ექცა თავისი სიმწრით გამოზრდილი ბიჭი. რა გზით არ ეძება, ვის აღარ მიმართა, რა ხავსს არ მოეკიდა საბრალო ქალი…”.