სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან კარტოფილს უფასოდ დაარიგებენ – პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყება

სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან კარტოფილს უფასოდ დაარიგებენ - პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები იწყებასაზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთად სახლში” და ,,ერთად სახლში საქართველო” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 24 საათიან უწყვეტ აქციას იწყებენ.

„17 ივნისის 13.00 საათიდან ორგანიზაცია დაიწყებს უფასო კარტოფილის, როგორც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების სიმბოლოს, დარიგებას. აქცია ამ ეტაპზე დაიწყება პრეზიდენტის სასახლესთან, თბილისში, ათონელის ქუჩაზე, სადაც განთავსდება კარტოფილით დატვირთული მიკროავტობუსი.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც არ ეთანხმება მარიონეტი ზურაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნას, ვისაც წაართვეს არჩევნები და დაუნიშნეს პრეზიდენტი, ჩაერთონ აქციაში და კარტოფილის წაღებით სიმბოლურად გამოხატონ სამოქალაქო პროტესტი’, – ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

ნიუპოსტი