სააკაშვილი: ,,ქოცებო, ცოტა კიდევ მომაწექით და გადავდგები”

სააკაშვილი: ,,ქოცებო, ცოტა კიდევ მომაწექით და გადავდგები",,ქოცებო, ცოტა კიდევ მომაწექით და აუცილებლად გადავდგები”, – ასე ეხმაურება სოციალური ქსელით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებას.

პრემიერმა განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. მისი თქმით, ის, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, არ იყო შს სამინისტროს, ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი.

-პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებიც შეეცადნენ, გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის და იერიში მიეტანა ჩვენს კონსტიტუციაზე, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნიუპოსტი