,,როცა იესოს ხატავ პომადით, როცა დედასთან ინცესტზე წერ, შენ ხარ ყველაზე სუსტი, კომპლექსიანი…”- ნინიკო მშვიდობაძე

,,როცა იესოს ხატავ პომადით, როცა დედასთან ინცესტზე წერ, შენ ხარ ყველაზე სუსტი, კომპლექსიანი..."- ნინიკო მშვიდობაძექუთაისელი მხატვრის, ლია უკლებას მორიგი ნამუშევარი კრიტიკის საგანი გახდა. ,,იესო პომადით და ჩვილი ბავშვით ხელში”,- ქუთაისელი მხატვრის, ლია უკლებას მორიგ სკანდალურ ნახატს (მან საზოგადოების ყურადღება პირველად მიიქცია ნახატით ,,თვითმკვლელი ორსული ღვთისმშობლი), დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მას აკრიტიკებენ და ასეთ საქციელს მკრეხელობად უთვლიან.

ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,როდესაც ხატავ იესოს პომადით; როცა წერ დედასთან ინცესტზე; როცა გგონია, რომ აუცილებლად უნდა შეურაცხყო სხვისი რწმენა, ხატი, რჯული, რომ აუცილებლად უნდა ახსენო უხამსი სიტყვები, დედასთან სექსის სურვილი და ა.შ. როცა თვლი, რომ სხეული უნდა გაიშიშვლო თვითდამკვიდრებისთვის, ფიქრობ, რომ მაგარი ხარ? რომ სტერეოტიპებს ამსხვრევ? რომ ძლიერი ხარ?
ცდები.
შენ ყველაზე სუსტი ხარ, ყველაზე მეტად კომპლექსიანი და ყველაზე უსუსური.
შენ არ შეგიძლია, იყო შენ, ყოველგვარი ამ შეთითხნილი ვითომ მაგრობებისა და ვითომ ლიბერალიზმის გარეშე და ისე დაიმკვიდრო ადგილი ამ ცხოვრებაში.
შენ ვერ ხატავ ისე, რომ გაღიარონ.
ვერ წერ ისე, რომ მიგიღონ და სხვა გზა არ დაგრჩენია…
შიშვლდები…
შეურაცხყოფ სხვის რწმენას…
რაც შეიძლება მეტს წერს დედასთან ინცესტზე და სექსზეც და ხმაურით გინდა, როგორმე საკუთარი თავი წარმოაჩინო…
ნიჭიერები არ ხმაურობენ…
ძლიერები არ ბაქიბუქობენ…
გენიოსები სდუმნან…
პ.ს. და კიდევ, თუ გგონია, რომ მხოლოდ შენი თავისუფლების ხარისხია დიდი ან მხოლოდ შენი უფლებებია დასაცავი, ძალიან ცდები. მეც თავისუფალი მოქალაქე ვარ და ჩემი უფლებებიც დაცული უნდა იყოს. მე მწამს. შენ არ გწამს? შეურაცხყოფას ნუღარ მაყენებ მკრეხელური ნახატებით… გაიარე… არ შეგიძლია? მაშინ…
მაშინ რაღა გითხრა… ამაზე მეტად რაღა უნდა დაიტანჯო.
აი, იესო კი მარტივად: სიყვარულია!”.