,,ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, მენატრები” – აღაიანში მოკლული ჩვილის მამის ემოციური პოსტი

,,ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, მენატრები" - აღაიანში მოკლული ჩვილის მამის ემოციური პოსტიაღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამა, მიხეილ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,ყველაზე მაგარი კაცი მყავხარ, მამა, ჩემი ანგელოზი, ჩემი საერთოდ ყველაფერი ხარ, მენატრები. ყოველთვის ჩემი ცხოვრების გზა იქნები, კიდევ შენით ვარსებობთ, ვინც აქ დაგვტოვე, მამას დიდო ტკივილო”.

7 თვის ბავშვის მკვლელობაში მისი დედაა ბრალდებული. გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი