4 ივნისს დიდი ტრაგედია დატრიალდა. ყოფილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის მეცხრეკლასელი გოგონა, ლენო გვარჯალაძე, მე-7 სართულიდან გადავარდა და გარადიცვალა. შვილმკვდარი მამა სოციალური ქსელით მადლობას უხდის მეგობრებს მძიმე წუთებში თანადგომისთვის.
,,ყოველი აფრენა იყო უფრო ზემოთ და ყოველი დაცემა – უფრო ქვემოთ (ლ. ბურდული). ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე მეგობრების დიდი მხარდაჭერით გავსწორდი წელში და ისევ გავფრინდი.
ამ, მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა – უმძიმესად (ჩემსავით) დაკავებული ადამიანები მთელი დღეები ჩემთან იყვნენ, ყოველი თავის აწევისას ვხედავდი მათ სახეებს და უფრო ხშირად მინდებოდა თავის წამოწევა, წამოდგომა…
მეგობრებო – მადლობა x 1 000 000 000!” – წერს გიორგი გვარჯალაძე.

