,,ოცნების” წევრი: ,,მრცხვენია! არ ვიცოდი, რომ ასამბლეას რუსი დეპუტატი ხელმძღვანელობდა”

,,ოცნების" წევრი: ,,მრცხვენია! არ ვიცოდი, რომ ასამბლეას რუსი დეპუტატი ხელმძღვანელობდა"საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსი დეპუტატების ყოფნას არანაირი გამართლება არ აქვს:
„ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა.

ჩემდა სამარცხვინოდ, გუშინდლამდე არც ის ვიცოდი, რომ მას ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი ხელმძღვანელობდა!“- წერს თამარ ხულორდავა.