ნუგზარ სულაშვილი ,,პრაიდს”: ,,თქვენი ეს ნაბიჯი არის პროვოკაცია!”

ნუგზარ სულაშვილი ,,პრაიდს": ,,თქვენი ეს ნაბიჯი არის პროვოკაცია!"ნუგზარ სულაშვილი ,,თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს მიმართავს და ფეისბუქში წერს:

თბილისი პრაიდის საყურადღებოდ! ნამდვილად ვერ შემომედავებით ნეოფაშისტურ აზროვნებაში და ლიბერალური ღირებულებების დეფიციტში, თუ გეტყვით, რომ თქვენი პრინციპული ნაბიჯი შეგნებული პროვოკაციაა ამ ეტაპზე, რომელმაც შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესები დააზიანოს და არა კონკრეტულად ის სოციუმი, რომელში არსებობის უფლებაც კონსტიტუციურად გაქვთ მონიჭებული.
მივესალმებოდი თქვენს გონივრულ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაითვალისწინებდით ფართო საზოგადოებრივ განწყობას და სახელმწიფოში შექმნილ რთულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას.

რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ თქვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით არანაირად არ ჩამოუვარდებით არც პატრიოტთა ალიანს და არც იმ შავრაზმელთა ბანდას, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს ექვემდებარება.
თქვენ მიერ გადადგმულა შეგნებულმა თუ შეუგნებელმა ნაბიჯმა შეიძლება დააყენოს მხოლოდ ერთი შედეგი.

კერძოდ: წვრილფეხა რუსეთუმეების პროვოცირებით და მათი უშუალო მონაწილეობით ზურგს გაუმაგრებთ მსხვილფეხა რუსეთუმეებს და სწორედ ეს არის კრემლის ძირითადი მიზანი, რომ წვრილფეხების ხარჯზე გაზარდოს მსხვილფეხათა რეიტინგი, რათა აჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ისინი რუსულ თამაშს არ თამაშობენ.

იმედია. ჩემს ასეთ შეფასებას მტრულად განწყობილი კაცის პოზიციად არ ჩათვლით, რადგან თავადაც შესანიშნავად იცით, რომ ევროპის სასამართლოებში ლგბტ წევრების ინტერსების დამცველი ვარ და არაერთ თქვენს წარმომადგენელს უანგაროდ დავხმარებივარ.
თუმცა ამ შემთხვევაში მე თქვენს და ჩემს პირად ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს ვაყენებ”.