ნიკა გვარამია: ,,ახლა ჩვენ ყველა ერთად ვართ საძულველ მთავრობასთან ერთად, ბარიკადის ერთსა და იმავე მხარეს”

ნიკა გვარამია: ,,ახლა ჩვენ ყველა ერთად ვართ საძულველ მთავრობასთან ერთად, ბარიკადის ერთსა და იმავე მხარეს",,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ძალიან ღელავს ,,პრაიდის” ჩატარების მოსალოდნელ შედეგებზე და ამის შესახებ სოციალურ ქსელში გრძელ პოსტს აქვეყნებს.

„მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.

ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვიხარდება მისი წარუმატებლობა.

ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი.

p.s. სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას – ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში…”