ნიკა გვარამია დაგროვებითი პენსიიდან გამოვიდა და 5000 ლარი დაიბრუნა

ნიკა გვარამია დაგროვებითი პენსიიდან გამოვიდა და 5000 ლარი დაიბრუნა,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაგროვებითი პენსიიდან გავიდა და 5000 ლარი დაიბრუნა.

„დიდებულად გამოვედი იმ დაწყევლილი საპენსიო სქემიდან და კიდევ უფრო დიდებულად დავიბრუნე 5 ათასი ლარი“, – წერს გვარამია ფეისბუქში.

საპენსიო რეფორმაზე უარის თქმის შემთხვევაში 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს უკან უბრუნდებათ ხელფასის ის ნაწილი, რაც სამი თვის განმავლობაში გადაიხადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო 20 პროცენტს ქვითავს, ანუ 20 პროცენტით ნაკლებ თანხას აბრუნებს.

,,გაჭირვებულ ადამიანებს კი არ ეხმარებიან, ძარცვავენ!” ,,კიდევ ერთი სქემა გაქურდვის”, ,,ამ 3 თვის განმავლობაში ის დაქვითული თანხა ხომ გამოიყენეს და პლუს, 20 პროცენტიც მიითვისეს”, – წერენ ფეისბუქში.