ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში მის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
იგი აცხადებს, რომ განსაცდელი, რომელიც მას თავს გადახდა, მეგობრების თავიდან დანახვაში დაეხმარა.
ნანა კოსტავას ამ პერიოდის განმავლობაში ფეისბუქი გაუქმებული ჰქონდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მან „ექაუნთი“ აღადგინა.
„ქრისტე აღსდგა, მეგობრებო, საჭირო იყო ეს განსაცდელი ნამდვილი მეგობრების აღმოსაჩენად. ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავაანალიზე“, – წერს ნანა კოსტავა სოციალურ ქსელში.
ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გააკეთა, რის გამოც საზოგადოების, მესამე ესექტორისა და პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა.
ავტორი ირაკლი ვაჩიბერაძე, პრაიმტაიმი

