,,მომღერლებს მოგმართავთ: შაბაშებს რომ იღებთ რესტორნებში, გაიკარით ჯიბეზე ხელი და ზურა გოშაძეს დაეხმარეთ” – მიხეილ ზაქარიაშვილი

,,მომღერლებს მოგმართავთ: შაბაშებს რომ იღებთ რესტორნებში, გაიკარით ჯიბეზე ხელი და ზურა გოშაძეს დაეხმარეთ" - მიხეილ ზაქარიაშვილიკომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი იმ მომღერლებს მიმართავს, რომლებიც რესტორნებში მღერიან.

,,რესტორნებში მომუშავე მომღერლებს მოგმართავთ: ,,მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე “, ,არღნის ჩიტი “, ,,ჩემი თბილისის ქალბატონებო”, ,,გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო” და კიდევ უამრავ სხვა სიმღერას რომ მღერით, სადღეგრძელოების მიხედვით რომ გაქვთ დაწყობილი და შაბაშებს იღებთ ყოველდღე, ყველა ეს ლექსი ზურა გოშაძეს ეკუთვნის. ახლა მას უდიდესი პრობლემა აქვს, უსახლკაროდ რჩება კაცი.

სახლის ყიდვას არავინ გთხოვთ, შანსი გიჩნდებათ, რომ მის მიმართ პატივისცემა გამოიჩინოთ! ახლა დავდებ მისი ანგარიშის ნომერს და გადაურიცხეთ, ვისაც რამდენი გემეტებათ თქვენი კაცობიდან გამომდინარე, რომ ქუჩაში არ დარჩეს ეს ადამიანი!

თუ თქვენ არ გეხებათ ეს ამბავი?კომპოზიტორები და პოეტები ქმნიან სიმღერებს ხალხისთვის, თავიანთ ინტელექტს იყენებენ, ფულს და ენერგიას ხარჯავენ,  პოპულარული ხდება და გამზადებულ სიმღერებს იწერთ მერე და მაყუთს აკეთებთ!

ღმერთმა შეგარგოთ თქვენც და თქვენს ოჯახებსაც, მაგრამ დახმარება თქვენც გეკუთვნით კაცობის და ადამიანობის ამბავში იმ ადამიანების, თორემ ყველა ერთად შევიკრიბებით ამ სიმღერების ავტორები, აგიკრძალავთ ყველას მაგ სიმღერების შესრულებას და თავად შექმენით მერე და იმუშავეთ და აკეთეთ ფული!

სიკეთეს დანახვა უნდა, ძმაო. ისე განაგლდა ზოგიერთი, რომ საკუთარი სიმღერა რომ შეასრულო რესტორანში, უკვე გიკრძალავენ. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ არასწორია ეს, ძმაო, არასწორი…

გაყუჩებულები ნუ ხართ, ხმა ამაიღეთ და გვერდში დაუდექით იმ ავტორებს,  რომლებიც სიმღერებს გჩუქნიან და თქვენ მაგით ცხოვრობთ ბევრად კარგად,  ვიდრე ამ სიმღერების ავტორები. სახეზეც კი ვერ ცნობთ და ისიც არ იცით, ვისი შექმნილი სიმღერაა. ამაყად დგახართ და ისე ასრულებთ, საკუთარი ეგონაბა ადამიანს! ზოგჯერ გაიკარით ჯიბეზე ხელი და დაეხმარეთ გაჭირვებაში ჩავარდნილ ასეთ ადამიანს!

ვინც თქვენზე ნაკლებად იმღეროს საკუთარი სიმღერა, იმის დედა მოვ…..ან მე,  ესეც იცოდეთ! საწყენად არ მიიღოთ, მეგობრულად გეუბნებით სიმართლეს. სიკეთე თქვენც ,,გაგისწორდებათ”. ვიცი, სხვაზე ნაკლები არც კაცობა გაქვთ და არც ადამიანობა. გადაურიცხეთ თუნდაც ერთი ლარი ამ ადამიანს და ჩაგეთვლებათ კაცობაში. ღმერთთანაც მართლები იქნებით და იმ ადამიანებთანაც”, – წერს პოპულარული სიმღერების ავტორი.