,,მეფემ გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად” – ზღაპარი, რომელმაც მშობლები აღაშფოთა

,,მეფემ გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად" - ზღაპარი, რომელმაც მშობლები აღაშფოთაპატარა გოგონას დედა მაიკო ბუტულაშვილი ფეისბუქში წერილს აქვეყნებს, სადაც ბავშვებისთვის დაბეჭდილ სერიაზე წერს:

,,კესო იღებს წიგნს,ზღაპრების ცნობილი სერიიდან და იწყებს ხმამაღლა კითხვას (საბედნიეროდ, ხმამაღლა. ვთხოვე, შინაარსი უნდა ჩამაბარო და ასე უკეთ გაიაზრებ-მეთქი)… და მესმის ეს ყოველივე, რასაც ქვემოთ ამოიკითხავთ… გაგრძელება აღარც მიცდია, მაგრამ რისი წაკითხვაც მოასწრო, მეყო… რა ჰქვია ამას?!”, – წერს ახალგაზრდა დედა.

ზღაპარში, რომელმაც გოგონას დედა და სხვა მშობლებიც აღაშფოთა, წერია:

,,მეფეს სხვა ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია. გავიდა რამდენიმე წელიწადი და მისი ასული გაიზარდა. ძალიან ჰგავდა დედას, მასავით მშვენიერი იყო… შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა, გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად…”.