ლაშა ბუღაძე: ,,თაობები დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს”

ლაშა ბუღაძე: ,,თაობები დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს"მწერალი ლაშა ბუღაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და რუსულ კვალზე საუბრობს..
„რასაკვირველია, რუსეთი, ФСБ, КГБ, რომელმაც ინსტრუმენტად აქცია, ნაწილობრივ, ეკლესიაც, იყენებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არის რეალობა, აგვირიოს ქვეყანა და ამისთვის ჰყავს ასეთი ინსტრუმენტები, პოპულისტები, დემაგოგები, რომლებიც ძალიან სახიფათოდ ეთამაშებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა, ვითომ ქრისტეს სახელით რომ ლაპარაკობენ. არ უნდა მოტყუვდეს, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება და არც მოტყუვდება”.