უფლებადამცველ ბაია პატარაია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ლამბალოს სკოლაში მასწავლებელი მოსწავლეებს სექსუალურად ავიწროებს. პატარაია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ლამბალოს სკოლის ქიმიის მასწავლებელი ისმაილ ვაქილოვი სექსუალურად ავიწროებს მოწაფე გოგონებს.
ბავშვებმა თქვეს ეს ამბავი, მაგრამ არ უნდათ ამის გამო დირექციაში ან პოლიციაში სირბილი. მე არ ვაპირებ ამ გოგონების სახელების გამჟღავნებას.
გააგდეთ ეს კაცი სკოლიდან!
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გააკეთეთ ყველაფერი, რაც გევალებათ. გელით და თვალყურს გადევნებთ“, – წერს ბაია ბატარაია.
ნიუპოსტი

