ხათუნა ჟორდანია: ,,ოპოზიციის დამსახურება იყო, რომ ხალხმა გადაწყვიტა პარლამენტში შევარდნა”

ხათუნა ჟორდანია: ,,ოპოზიციის დამსახურება იყო, რომ ხალხმა გადაწყვიტა პარლამენტში შევარდნა"სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის, მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლე ხათუნა ჟორდანია ფეისბუქში ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

„ოპოზიციის დამსახურება იყო, რომ ხალხმა გადაწყვიტა პარლამენტში შევარდნა. დასწყისში, როდესაც მომიტინგეები ერჩოდნენ პოლიციელებს და პოლიციელები გაჩუმებულები იყვნენ, ესეც არ მომეწონა. გახარია არ უნდა გადადგეს. გახარიამ უნდა გამოიძიოს, რა მოხდა კონკრეტულად.

ის ადამიანები, ვინც ძალას გადაამეტეს, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, გახარიას არ გაუცია ბრძანება, ასე დაშლილიყო აქცია. მგონია, რომ თითო-ოროლა პოლიციელმა (და ეს პოლიციელები ეჭვი მაქვს, არიან ისინი, ვინც ჩემს ქმარს დასდევდნენ მოსაკლავად), მიიტანა ხალხზე იერიში”.