იმ გვირაბის თავზე, რომელმაც 13 ივნისს წყალი ვერ გაატარა, სახლს აშენებენ

იმ გვირაბის თავზე, რომელმაც 13 ივნისს წყალი ვერ გაატარა, სახლს აშენებენსაქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს გვირაბის ფოტოს, რომელმაც 13 ივნისს მდინარე ვერეზე მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა. ზუსტად მის თავზე შენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.

„ფოტოზე თქვენ ხედავთ გივი სვანიძის ქუჩაზე, თამარაშვილის ქუჩის ქვეშ მდებარე ბეტონის სადინარს, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისს ვერ გაატარა მდინარე ვერეს ხეობაში მოვარდნილი ღვარცოფი. ჯერ დაიტბორა სვანიძის ქუჩა, შემდეგ კი გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა.

ეს კი გვირაბის თავზე მიმდინარე მშენებლობაა, რომელიც არის უკიდურესად საფრთხის შემცველ ზონაში. აქ მოსალოდნელ ტრაგედიაზე (რაც მოსალოდნელია ნეიტრალური გეოლოგების და ჰიდროლოგების მოსაზრებით) მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებართვის გამცემ მუნიციპალურ სტრუქტურებს და შესაბამისად, თბილისის მერიას!“.

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი