გიგი უგულავა: ,,კალაძე, შეგრცხვა? მე მრცხვენოდა ხოლმე”

გიგი უგულავა: ,,კალაძე, შეგრცხვა? მე მრცხვენოდა ხოლმე",,გამოდის, საარჩევნოდ გახსნეს. რა ნაცნობი ამბავია”, – ასე ეხმაურება ორბელიანის მოედნის გახსნას და იქ ჩატარებულ სამუშაოებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

,,გამიხარდა ორბელიანის მოედნის ამბავი. მივედი დასათვალიერებლად. უკაცრიელია. ჩაკეტილი და ჩარაზულია. გამოდის, საარჩევნოდ გახსნეს. რა ნაცნობი ამბავია. არ გამკვირვებია. ესენი ხომ მარტო იმაში გვბაძავენ, რაც ცუდი იყო. კარგი, ეგ არაფერი. ხვალ ზეგ ხომ გაიხსნება. მაგრამ აი, გიფსოკარდონით მორთულ მაღაზიებს რა ვუყოთ? გახსოვთ, ,,ნახალკა” რომ შემტენეთ?! სინამდვილეში ეგ ,,რიჟას” ( ივანიშვილის ამჟამინდელი ძმაკაცის) ობიექტი იყო, რომლის გაკეთებასაც აგვიანებდა. კახა კალაძე, ცოტათი შეგრცხვა? რადგან მიბაძვით ხარ დაკავებული, მე შენს ადგილას ცოტათი მრცხვენოდა მაინც“, – წერს უგულავა ფეისბუქგვერდზე.