გავრილოვი საქართველოში მომლოცველად დაბრუნებას აპირებს

გავრილოვი საქართველოში მომლოცველად დაბრუნებას აპირებსრუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა არ გამორიცხა საქართველოში პირადი მიზნებით კიდევ ჩამოსვლა, რომ პრაქტიკაში განახორციელოს რუსეთის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი „მომლოცველობის“ შესახებ.

„ჩვენ მივიღეთ კანონი „მომლოცველობის შესახებ“ და ვისურვებდი მოვსინჯო ეს საქართველოში, ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში“, – განუცხადა გავრილოვმა „რია ნოვოსტის“.

„ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, არ ვაპირებ პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას. მჯერა, რომ სიტუაცია იქ დამშვიდდება“, – დასძინა გავრილოვმა.