დღეს შეიძლება მთავრობა გადადგეს

დღეს შეიძლება მთავრობა გადადგესგავრცელებული ინფორმაციით, დღეს, შუადღისას პრემიერი მამუკა ბახტაძე გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას. ამასთან, სოციალურ ქსელში ვცრელდება ის ინფორმაციაც, რომ პრემიერთნ ერთად მთელი მთავრობა გადადგება, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული ინფრომაცია არ არსებობს.

ასევე, გავრცელებული ინფრომაციით, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი და მთავრობა გადადგება, შესაძლოა, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. იმის შესახებ, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს, პირად საუბრებში სხვადასხვა ანალიტიკოსიც აკეთებს მინიშნებას.

მამუკა ბახტაძის გადადგომის შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთვარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემაც დაწერა.„ხვალ ბახტაძე გადადგება?!“.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ „გავრილოვის ღმემდე“ გავრცელდა და მაშინ ბახტაძის შემცვლელად მაია ცქიტიშილი დასახელდა, თუმცა დღეს სხვა მოცემულობაა და უცნობია, მთავრობის გადადგომის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნის შემთხვევაში თუ როგორ დაკომპლექტდება ე.წ. დროებით მთავრობა.

ნიუპოსტი