24 ივნისს დიდი ტრაგედია დატრიალდა ისანში. წლინახევრის გოგონა მე-7 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ოჯახი სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კომენტარებმა აღაშფოთა. ბავშვის დეიდამ, სოფი ყიფშიძემ ფეისბუქით იმ ადამიანებს მიმართა, რომლებმაც მის დაზე დაწერეს.
,,მინდა, ყველას გითხრათ! მე ვარ ამ ანგელოზისს დეიდა, რომელიც გარდაიცვალა უბედური შემთხვევით! წლინახევრის გოგონა, რომელიც გადმოვარდა მეშვიდე სართულიდან ისანში! ვერ მოვიცალე აქამდე, დამეწერა პასუხი იმ კომენტარებზე, რომლებიც მოჰყვა ამ უბედურებას! უფალმა განსაჯოს თქვენი სამართალი, ჩვენს მწუხარებას სულში რომ აფურთხებთ, ვინც დაწერა დედამისზე ის, რომ უყურადღებო იყო და ჯობდა, თვითონ ჩამოვარდნილიყო…
დედამის საერთოდ იცნობთ?! ის არის უწესიერესი და უსათნოესი პიროვნება. იმ დღეს დედა მარტო იყო 2 შვილთან ერთად, ბავშვები სამზარეულოში იყვნენ დედასთან ერთად. პატარამ დედას წყალი სთხოვა. სანამ დედა გატრილადა და წყალი მოაწოდა. მოუსვენარი ელენიკო ფანჯარასთან დადგმულ მაგიდაზე აძვრა. ფანჯარას ბადე ჰქონდა, მაგრამ ბავშვი მოულოდნელად მიაწვა ბადეს, რომელსაც თან გადაჰყვა.
დედა ამას შეესწრო, ხელიც კი წაუპოტინა ბავშვს, მაგრამ სველი ხელით ბავშვის ტერფი გაუცურდა და ვერ დაიჭირა. წარმოიდგინეთ ახლა დედამისის მდგომარეობა, რომელმაც დაინახა, როგორ გადავარდა მისი წლინახევრის შვილი. მეორე, 3 წლის ბავშვი ტიროდა, ელენიკო გაფრინდაო. დედამისი კი ფეხშიშველი ჩარბოდა კიბეებზე.
დედა ჯერ კიდევ არ არის გონზე მოსული და როცა გონზე მოდის, რამდენიმე წუთით, მაშინაც იმას იძახის, ბავშვს ძუძუ უნდა ვაჭამოო. ახლა თქვებ განსაჯეთ დედისა და ოჯახის მდგომარეობა და მერე იჭორავეთ…ღმერთმა შეგინდოთ. ასეთი ტკივილიი არ გადაგატანინოთ არავის.
https://www.facebook.com/search/top/?q=sophi%20kipshidze&epa=SEARCH_BOX

