,,დამელოდეთ… ორივეს ჩაგეხუტებით” – რას წერდა ავარიაში დაღუპულ მეგობრებს გოგონა, რომელიც მე-7 სართულიდან გადავარდა

,,დამელოდეთ... ორივეს ჩაგეხუტებით" - რას წერდა ავარიაში დაღუპულ მეგობრებს გოგონა, რომელიც მე-7 სართულიდან გადავარდათბი­ლის­ში მეცხრეკლა­სე­ლი გო­გო­ნა კორ­პუ­სის მე-7 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლულუ კა­ხი­ა­ნის შვი­ლი, ლენო გვარ­ჯა­ლა­ძეა. გო­გო­ნა 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

რო­გორც 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, თა­მარ ლო­სა­ბე­რი­ძე აცხა­დებს, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სკო­ლამ დღეს დი­ლით გა­ი­გო ერთ-ერთი მოს­წავ­ლის­გან. ლო­სა­ბე­რი­ძის თქმით, შემ­თხვე­ვა გუ­შინ ღა­მით, მო­ზარ­დის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოხ­და.

-გო­გო­ნას თა­ნაკ­ლა­სელს ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ მის­წე­რა, რა­ღაც მოხ­დაო. ჩვენ­თვის არ იყო ცნო­ბი­ლი თა­ვი­დან, შემ­დგომ გა­დავ­რე­კეთ და და­დას­ტურ­და, რომ სი­მარ­თლე ყო­ფი­ლა. გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა იყო, გა­მო­ირ­ჩე­ო­და გა­ნათ­ლე­ბით, თა­ვი­სი ასა­კის ბავ­შვებს უს­წრებ­და. თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა ჰქონ­და, იტყო­დი, რომ მე­ცხრეკლა­სე­ლი კი არა, მე­თორ­მე­ტეკლა­სე­ლი იყო, – გა­ნა­ცხა­და სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა.

ლენო 2 თვის წინ თბი­ლის­ში ავა­რი­ი­სას გარ­დაც­ვლილ ნიკა ჯორ­ჯა­ძეს­თან მე­გობ­რობ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცეპრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლი იყო. ბოლო პოს­ტი, რო­მე­ლიც ლე­ნომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს ეძღვნე­ბო­და:

,,ტკი­ვი­ლი. მწა­რე ტკი­ვი­ლი. შიგ­ნი­დან მწვავს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბით. და­მე­ლო­დეთ. არ­სად წახ­ვი­დეთ. მოვა დრო და ორი­ვეს ისევ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით. ისევ ვივ­ლით და და­ვი­წყებთ რა­ღა­ცე­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას. მე­ნატ­რე­ბით. მა­ძუ­გე­ბი forever”.

ამბები.ჯი