,,ბებიაჩემი 90 წლის, მისი დაქალები – 92 წლის და 100 წლის” – როგორ გამოიყურებიან ამერიკელი მოხუცები

,,ბებიაჩემი 90 წლის, მისი დაქალები - 92 წლის და 100 წლის" - როგორ გამოიყურებიან ამერიკელი მოხუცებიამერიკაში მცხოვრები მზია წულუკიძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც თავისი ბებო (ვისთანაც მუშაობს ამერიკაში) და მისი მეგობრები ერთმანეთთან  საუბრობენ.

,,დაქალები: მარცხვნივ ბებიაჩემი 90 წლის, გვერდით დაქალი – 92 წლის და ფეხზე რომელიც დგას – 100 წლის.

დედას ვფიცავარ, ჩემი თავი შემეცოდა. მე სკამიდან ნაწილ-ნაწილ ავდექი და ესენი, ბებიაჩემის არ იყოს, უჯოხოდ ფიფინებდნენ… ჩვენს ბებიებს (საქართველოში მცხოვრებთ) არ გაუმართლათ, არ დაიბადნენ ამერიკაში”, – წერს მზია წულუკიძე.

კომენტარებში სხვა ემიგრანებიც წერენ:

,,ჩემს 90წლის ბებიას რომ ვუყურებდი, როგორ იპრანჭებოდა, ჯერ ტირილი მინდოდა, მერე ვიცინოდი. გულში ვფიქრობდი: მგონი, მთხოვნელი ელოდება-მეთქი”.

,,103 წლის ბებიის დეიდა. შამპანური, ყავა და სიგარეტი. პირველად რომ ვნახე, 2 წლის წინ, შოკი მივიღე და ინსტინქტურად ვუთხარი, 110 წელი იცოცხლეთ-მეთქი და ეწყინა. მერე 120 რომ ვუთხარი, კარგიო”, – წერს ლელა მსხვილაძე და მოხუცის ფოტოს აქვეყნებს.

,,ბებიაჩემი 90 წლის, მისი დაქალები - 92 წლის და 100 წლის" - როგორ გამოიყურებიან ამერიკელი მოხუცები