,,აწი ტრ@ი, მოგი@…” – როგორ ექცევიან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ძაღლებს – ვიდეო

,,აწი ტრ@ი, მოგი@..." - როგორ ექცევიან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ძაღლებს - ვიდეობიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვიდეომ, უფრო სწორად, ფეისბუქჩართვამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. კადრში ჩანს, გაპარსვის წინ თავშესაფრის თანამშრომელი როგორ უხეშად ექცევა ძაღლს.

,,ეზოში 7 ძაღლი გვყავს. ვაჭმევთ, ვპატრონობთ და ბედნიერები არიან!!! გამოუშვით ეს ძაღლი! არაკაცებო!”, ,,პირი მაგ ძაღლს კი არა, მაგ კაცს აუკარით…”, – წერენ სოციალურ ქსელში.

ხალხი კიდევ მეტად აღაშფოთა თამაზ ელიზბარაშვილის განმარტებამ, რომ:

,,გაპარსვის წინ მიზანა (ასე ჰქვია) დედის მოკითხვით ეფერება ძაღლებს, თუ ზედმეტი მოსდის, მერე გიორგი, ჩვენი რეპორტიორი აძლევს შენიშვნას და აი, ასე მხიარულად ვაკეთებთ საქმეს. ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია შემოგვიერთდეს და მოგვეხმაროს”.

,,სამარცხვინოები ნუ გახდებით! რაა მოფერების მეთოდი, წამოთაქება? სიამოვნებით გაგიცნობთ და ანალოგიურად მოგექცევით, შემდეგ გეტყვით რომ ამით სიყვარულს გამოვხატავ”, ,,მთვრალები ხართ?”, – წერენ ფეისბუქში.

Gepostet von Tamaz Elizbarashvili dog shelter am Mittwoch, 5. Juni 2019