ტელეკომპანია ,,კავკასიის” გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მთხოვნები მინიმუმამდე დაიყვანა.
,,იმ ორბელიანების სასახლეს არ გადაწვავდეს და აღარ დავეძებ არაფერს“, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯანგირაშვილი.
ჟურნალისტმა პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა. სალომე ზურაბიშვილმა ,,ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება გააზიარა, სადაც დონალდ ტრამპი, კონკურენტ ჯო ბაიდენს “მძინარას“ უწოდებს.

