ზაქარია ქუცნაშვილი ემიგრანტ ქალებს გადასწვდა – ,,უსიყვარულოდ ქორწინდებიან, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ” – ვიდეო

ზაქარია ქუცნაშვილი ემიგრანტ ქალებს გადასწვდა - ,,უსიყვარულოდ ქორწინდებიან, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ" - ვიდეო,,პრობლემაა უსიყვარულოდ, ანგარებით შექმნილი ოჯახები” – განაცხადა უმრავლესობის დეპუატატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში. მის ამ განცხადებებს დიდი აღშფოთება მოჰყვა სოციალურ ქსელში. წერენ, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე იფიქრონ, რომ ქართველ ქალებს უცხო მიწაზე მძიმე შრომით არ უწევდეთ ოჯახების რჩენა, მათ აკრიტიკებს და პირად გადაწყვეტილებებს უწუნებს, მათ პირად სივრცეში იჭრება.

-ჩემთვის ეს პრობლემაა. ქალბატონები ფიქტიურად ქორწინდებიან იმის გამო, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ.

პრობლემაა, როცა გაჭირვების გამო ასეთ საქციელს სჩადიხარ. მე ბევრი ახლობელი მყავს, რომელთაც ამის გამო ოჯახები დაენგრათ… სიყვარულის გარეშე ქმნიან ოჯახებს, ეს პრობლემაა… (იხილეთ ვიდეო).

რას ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი ევროპაში წასულ, ფიქტიურ ქორწინებაში მყოფ ქართველ ქალებზე, რასაც პოლიტიკოსსა და წამყვანებს შორის მწვავე კამათი მოჰყვა

Gepostet von TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews am Mittwoch, 1. Mai 2019