,,ტკივილის მიყენება მინდოდა” – რას ყვება ჩვენებაში გოგო, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალად

,,ტკივილის მიყენება მინდოდა" - რას ყვება ჩვენებაში გოგო, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალადკასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მომხდარ შემზარავი დანაშაულის საქმეში 16 წლის დედის აღიარებითი ჩვენება დევს. არასწულწლოვანს 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

-საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება მინდოდა, – წერს მ.შ. ჩვენებაში. ახალგაზრდა აღიარებს იმასაც, რომ ბავშვის გაგუდვის შემდეგ სახლიდან ფული, ძვირფასეულობა და ტანსაცმელი წაიღო.

ჩვენებაში დაკავებული დეტალურად აღწერს, როგორ გაგუდა შვილი. მისი მონაყოლით, საზარელი დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როცა ყველას ეძინა და ბავშვი ჩაცმულ მდგომარეობაში, საწოლზე დატოვა.

აღაიანში მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ გოგონა ჩვილს ხშირად უყვიროდა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ნიუპოსტი