თამთა გოდუაძე: ,,ვწუხვარ, რომ ქართველების მართლება მომიწევს ბერძნებთან, კვიპროსელებთან”

თამთა გოდუაძე: ,,ვწუხვარ, რომ ქართველების მართლება მომიწევს ბერძნებთან, კვიპროსელებთან"საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ,,ევროვიზიაზე” კვიპროსის სახელით მონაწილეობადა. საქართველოდან მაყურებელმა მას უმაღლესი 12 ქულა მიანიჭა, 6 ქულა კი ჟიურის შეფასებით მიიღო. თამთა სოციალურ ქსელში წერს:

,,ჩემო კარგებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა, იცოდეთ, რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ჩემ გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ, რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან და ყველაზე მეტად ვწუხვარ იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ). მე ამასაც კარგად მოვახერხებ. თქვენ არ ინერვიულოთ! გიყვარდეთ ერთმანეთი!” – წერს თამთა გოდუაძე.

,,ევროვიზია 2019″-ის ჟიურის წევრები ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა იყვნენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019