საფრანგეთში ქართველი ქილერები დააკავეს – ,,ფრანგი ექიმი უნდა მოეკლათ”

საფრანგეთში ქართველი ქილერები დააკავეს - ,,ფრანგი ექიმი უნდა მოეკლათ"უცხოეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქში წერს, რომ საფრანგეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით.

,,შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს საფრანგეთის სამართალდამცავებმა. ეგრეთ წოდებულ ქილერებს დავალებული ჰქონდათ ფრანგი ექიმის მკვლელობა. ისინი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ საქართველოდან საქმის სისრულეში მოსაყვანად”.

,,აზრზე არ არიან საქართველოში, როგორი ცუდი სახელი გვაქვს ყველგან. დამდგარან და წინაპრების საქმეებით ამაყობენ. აბა, თავიანთი გაკეთებული რა აქვთ საამაყო”, ,,ეგეთებს სახელებით და სიფათებითაც უნდა ვიცნობდეთ, იმედია, დიდი ხნით გამოკერავენ ციხეში!” – წერენ კომენტარებში.