,,რუსი ქალები მილიონი წელი გჯობდნენ მუდამ ყველაფრით, უამრავი შესანიშნავი ეშხიანი და კულტურული რუსი გოგო დადის თბილისში, საბედნიეროდ. ღიმილი მაინც იციან და ტონალურით გადაპენტილი ზიზღიანი ცემენტა სახით არ დადიან, ქართველი გოგოებისგან განსხვავებით”, – დაწერა თორნიკე რეხვიაშვილმა და ფოტო გამოაქვეყნა.
,,თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პოსტი ჯანსაღი იუმორის ნიმუშია, ძალიან ცდებით. ვინ რას გააკრავს მანქანაზე, ეგ მისი საქმეა და მის ცნობიერებაზე მიუთითებს, მაგრამ ის, რასაც თქვენ წერთ, გულისმარევია. ასეთი ზიზღით, დამაკნინებლად საუბარი ქალებზე ვერმოსაწონი ამბავია. P.S. ეცადეთ, დახვეწოთ იუმორი”, ,,არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კაცის ბილწისტყვაობა და ბოღმის საჯაროდ ამონთხევა ქალებზე ძალიან შორსაა იუმორისგან…”, – წერენ აღშფოთებული ფეისბუქმომხმარებლები კომენტარებში.

