წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას პოეტი რატი ამაღლობელი ეხმაურება და ამას მწერლებზე შურისძიებას უწოდებს.
,,უქმდება, უფრო სწორად უკვე გააუქმეს წიგნის ეროვნული ცენტრი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ -ერთი საუკეთესო და წარმატებული საერთაშორისო მასშტაბის მართლაც ეროვნული პროექტი, ისე, რომ ამ სფეროს არც ერთ წარმომადგენელთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა.
ეს სავარაუდოდ მწერლებზე შურისძიებაა ზვიად რატიანის საქმის გამო და არა მარტო, შურისძიება უშუალოდ საყდრისის ამფეთქებლებისგან, ვნახოთ, როგორი იქნება მწერლების პასუხი. მათაც იციან ,,შურისძიება”, ოღონდ წიგნებით, რომლებიც, როგორც წესი, მინისტრებზე დიდხანს ძლებენ და თავს მათ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს აკითხებენ გაუნელებელი ინტერესით”, – წერს რატი ამაღლობელი.

