ნინო ხაჟომია: ,,არასრულწლოვანი დედა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია”

ნინო ხაჟომია: ,,არასრულწლოვანი დედა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია"ჟურნალისტი ნინო ხაჟომია სოციალურ ქსელში იმ ტრაგედიას ეხმაურება, რომელიც აღაიანში დატრიალდა. მამამ 7 თვის შვილი ლოგინში გაგუდული ნახა. ჩვილის მკვლელობაში 16 წლის დედაა ბრალდებული.

ამ ტრაგედიას ნინო ხაჟომია ეხმაურება და წერს:

,,არასრულწლოვანი დედა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ერთი! სკოლებში უსაფრთხო სექსი ასწავლეთ ბავშვებს და ანაფორიანები მოარიდეთ, ეს ორი! ამ ქვეყანაში ქალების საჭიროებებზე მორგებული სერვისებია საჭირო. ეს სამი! და დედებო, ჯერ თქვენ დაიჭირეთ წიგნი ხელში, თქვენი შვილებისთვის”.