,,მზად ვარ, ვატარო თქვენი ბარგი – არაყს, პომადას და ა.შ. ნივთებს არ ვგულისხმობ” – ღია წერილი პრეზიდენტს

,,მზად ვარ, ვატარო თქვენი ბარგი - არაყს, პომადას და ა.შ. ნივთებს არ ვგულისხმობ" - ღია წერილი პრეზიდენტსსამოქალაქო აქტივისტი გიორგი მღებრიშვილი, სოციალურ ქსელში, საქართველოს პრეზიდენტისადმი დაწერილ ღია წერილს აქვეყნებს:

,,ღრმად პატივცემულო, ქ-ნო სალომე.

გავიგე, ნმინდა ნინოს გზის გავლა გქონიათ განზრახული ფეხით. როგორც მოგეხსენებათ, გიგა მაქარაშვილი-ის მიერ განხორციელებულ დამოუკიდებლობის მარშში (1517 კმ) მივიღე მონაწილეობა და სამეგრელოდან მესტიამდე გავყევი. დაახ.140 კმ. რა დროსაც ჩემს ბარგთან ერთად მისი ბარგიც ვატარე 15-20 კგ-ფარგლებში.
ავიარე ისტორიული ეცერის აღმართი.
მოკლედ, ვარ კარგ ფორმაში.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მართლა გაივლით ამ გზას, მზად ვარ, სრულიად უსასყიდლოდ მოგეხმაროთ, გავიარო იგივე გზა და სრულად ვატარო თქვენი ბარგი (ცხადია, გონიერების ფარგლებში, არაყს, პომადას და ა.შ. ნივთებს არ ვგულისხმობ).

ოღონდ ერთი პირობით, უკუღმა უნდა გაიაროთ ის გზა – ბოდბედან კაბადოკიამდე.

ასე გადავარჩენ და ავაცდენ განსაცდელს საქართველოს დაახლოებით ერთი თვე (ან მეტი).

მოგეხსენებათ, ერთ თვეში რაც თქვენ მოასწარით და გააკეთეთ, შაჰ-აბასს არ გაუკეთებია მაგდენი.

მადლობა არ მინდა. მადლობას მადლიერი ერი და ისტორია გადამიხდის.

მთავარია

#არგაჩერდესალომე

#დაასვენესაქართველო

პ.ს. როგორც ხედავთ, არც მიგინებია და არც ის ცნობილი ტერმინები გამომიყენებია.
არადა კი გეცოდინებათ, რასაც იმსახურებთ, მარა ჩემი თავი მტლად დაედოს ჩემს სამშობლოს თუ ეს საქმეს უშველის”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წმინდა ნინოს გზა უნდა გაიაროს.

ალია