,,მამაო განუწყვეტლივ ღმერთს შესთხოვდა ჩვენს გადარჩენას” – ბადრი ვადაჭკორია

,,მამაო განუწყვეტლივ ღმერთს შესთხოვდა ჩვენს გადარჩენას" - ბადრი ვადაჭკორიაფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია აქვეყნებს ფოტოს, როგორ გადადის მდინარის მეორე ნაპირზე და წერს:

,,ჩემი ,,მონტერიკო” მდინარე ხრამის ფორსირებისას. ფიტარეთიდან ვბრუნდებოდით, საჭესთან მე ვიჯექი, გვერდით მამაო მეჯდა, რომელიც განუწყვეტლივ ღმერთს შესთხოვდა ჩვენს გადარჩენას, ფოტოებს კი გოგა ჩანადირი იღებდა”.

ფიტარეთის მონასტერი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ქციის ხეობაშია. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება.

,,მამაო განუწყვეტლივ ღმერთს შესთხოვდა ჩვენს გადარჩენას" - ბადრი ვადაჭკორია